ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს საკითხზე მუშაობენ, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. სადაც ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები პროცედურასთან დაკავშირებით, მის დროულობასა და მოტივაციის შესახებ.
განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, არა მხოლოდ დემოკრატიისათვისაა აუცილებელი, არამედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებაცაა.
,,დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, არა მხოლოდ დემოკრატიისთვისაა აუცილებელი, არამედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ მიღებული ვალდებულებების ნაწილი, რომელიც მას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გააჩნია. სამწუხაროდ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებამ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით გააჩინა კითხვები პროცედურასთან დაკავშირებით, მის დროულობასა და მოტივაციის შესახებ. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც საქართველოშია.
საპარლამენტო უმრაველოსობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელობისაა საარჩევნო რეფორმის შესახებ იმ კონსესუსის მიღწევისთვის, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ საქართველოს პარლამენტის წევრ მოკავშირეებთან მჭიდრო კონტაქტში ვრჩებით“,_ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სახალხო პარტიის წევრი დევიდ მაკალისტერი და ქართული ოცნების პარტნიორი სოციალ-დემოკრატიული ალიანსის წევრები: ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საგარეო საქმეთა კომიტეტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიკსერი
აღნიშნული განცხადების პარალელურად, ქართული ოცნების გუნდის წევრები სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავდენ, რომლის დასრულების შემდეგ, უგულავას საქმესთან დაკავშირები ევროპარლამენტარების მონაწილეობით მარავლპარტიული ფაქტების დამდგენი კომისია შეიქმნა.