ამერიკის შეერთებული შტატები იაპონიაში კარანტინგამოცხადებული საკრუიზო გემიდან მოქალაქეების ევაკუაციას გაახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის მოქალაქეებს ქვეყანაში თვითმფრინავით კვირას დააბრუნებს.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ტოკიოში მდებარე საელჩოში აცხადებენ, მოხდება იმ მოქალაქეების გადაყვანა, ვისაც ამის სურვილი აქვს.
მოქალაქეებს გემიდან თვითმფრინავამდე ავტობუსი მიიყვანს, შემდეგ მოხდება კორონავირუსზე მათი შემოწმება, იმ მოქალაქეებს კი, ვისაც ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდებათ იაპონიაში დატოვებენ სამკურნალოდ.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეები, რომლებიც ამერიკაში დაბრუნებაზე უარს იტყვიან, ქვეყანაში ჩასვლას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვეღარ შეძლებენ.