დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის გადაცემის მიზნით.
საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“.
პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი იქ პარკირებისთვის სჭირდებათ.