ვანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს”მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა.
რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.