ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ისევ დასახელეს.
ოთხგზის მსოფლიო, ოთხგზის ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიპოვა.
ცნობისთვის, ხმის მიცემის პროცედურაში 50 514 ადამიანი მონაწილეობდა და ტალახაძემ 17 084 ხმა მიიღო.
მეორე ადგილზე სომეხი სიმონ მარტიროსიანმა დაიკავა. მან 5,514 ხმა მოიპოვა.
2019 წელს ლაშა ტალახაძემ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგო.