ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
შემთხვევა ჟონგნანის საავადმყოფოში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 29 წლის იყო.
როგორც ჩინეთის ხელისუფლება ამბობს, კორონავირუსით საავადმყოფოების 3 000-ზე მეტი თანამშრომელია დაინფიცირებული.
ამ დროისთვის, კორონავირუსით 2 462 ადამიანია დაღუპული.