პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა საჭირო ზომა გატარდება.
„კორონავირუსთან დაკავშირებით, ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენები, თუ სხვა, რაც იქნება საჭირო ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“,_ განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.