ლანჩხუთის ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლის სამოცდაათი მოსწავლე მონაწილეობდა ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის მიერ გამოცხადებულ გამოფენა-კონკურსში ,,ზამთრის ვერნისაჟი”.
გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იყო გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრები, ნორჩმა ლანჩხუთელმა მხატვრებმა სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს.
ნომინაციაში _ „საუკეთესო გრაფიკა ” გალერეის რჩეული გახდა რევაზ კუპატაძე, რომელსაც სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა;
ბიზნესმენმა დავით შარაშიძემ თავის რჩეულად დაასახელა ლანა ღლონტი და გადასცა ფულადი ჯილდო 50 ლარი;
ფასიანი საჩუქრები და სიგელი გადაეცა თამარ კილასონიას ნომინაციაში ,,საუკეთესო პლასტიკა”;
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის რჩეული გახდა მამუკა კალანდარიშვილი ნომინაციაში _ ,,საუკეთესო დეკორაცია”.