ასტრონომებმა აღმოაჩინეს „მინი მთვარე“, რომელიც დედამიწის ორბიტის გარშემო შესაძლოა 3 წელია მოძრაობს. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინი მთვარე მანქანის ზომისაა, 15 თებერვალს აღმოაჩინეს და სავარაუდოდ, დედამიწის გრავიტაციის მიერ დატყვევებული ასტეროიდია.