“ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს ასეთი ქმედებების გამო. ეს არის წახალისება ძალადობისკენ, ეს ქმნის ზოგადად ძალადობრივ ფონს მთელ საზოგადოებაში და შემდეგ ეს გამოიხატება კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებაში. ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ პასუხს აგებს ვინმე წუხანდელი თავდასხმის გამო, მაგრამ აუცილებლად, პასუხისგება ყველა ასეთ ქმედებას მოყვება მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში,“_ აღნიშნული განცხადება გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ზვიად კუპრავაზე მომხდარი თავდასხმის შეფასებისას.
ზვიად კუპრავას გუშინ საღამოს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს.