პარიზის რეისით ჩამოსული მგზავრი ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს
ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა, რის გამოც, დაკვირვების მიზნით ინფექციურში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის საავადმყოფოში ბოლო დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია მოთავსებული.
დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტებიდან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.