ფოთში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც “გურია ნიუსს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთმანეთს სატვირთო და “ჰონდას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
მათივე თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.