ლანჩხუთის კეთილმოწყობისა და მომსახურეობის ცენტრი კორონავირუსის წინააღმდეგ სატრანსპორტო საშუალებების შეწამვლას ახორციელებს.
„შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს ყველა იმ მუნიციპალური ტრანსპორტის, რომელიც ჩვენი სამსახურის მართვაშია. ყოველდღიურად სპეციალური ხსნარებით მოხდება ტრანსპორტის დამუშავება. ღონისძიებები 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და ის ყოველ დილით 11 საათზე დაიწყება.
აღნიშნული ღონისძიება ტარდება პროფილაქტიკისთვის, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იმგზავრონ“,_ ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძე.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული წესით დამუშავდება ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მუნიციპალიტეტში მგზავრთა გადაყვანას ემსახურება.