რამდენიმე წუთის წინ “გურია ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში თვითიზოლაციაში 9 ადამიანი იმყოფებოდა. ამ წუთების მონაცემებით ეს ციფრი გაიზარდა.
“რამდენიმე წუთია ცნობილი გახდა ჩვენთვის, რომ ორი ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. ერთ-ერთი მათგანი 28 თებერვალს, ქუთაისში ჩამოფრინდა. ჩვენთვის არავის არ მოუმართავს, ეს ინფორმაცია ახლობლებისგან გახდა ცნობილი,“ – გვითხრა ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა, მაია ქუტიძემ.
ქუტიძე მოუწოდებს ადამიანებს, ვინც ბოლო დროს იყო იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირდა კორონავირუსი, აუცილებლად დაუკავშირდნენ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“.