„ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებული 15 პირის მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა 4 პირი არის შედარებით საყურადღებო. დამაკმაყოფილებელია ბოლო 2 პაციენტის მდგომარეობაც. მიმდინარეობს დამატებითი კლინიკური კვლევები და შესაბამისი მონიტორინგი“,_ ამის შესახებ დღეს ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე განაცხადა.
Stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 შემთხვეაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში 178 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 51 ადამიანია.