ირანმა 70 000 პატიმარი დროებით გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება კორონავირუსის ციხეში გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიიღეს.
ამ დროისთვის უცნობია, როდის დააბრუნებენ დროებით გამოშვებულ პატიმრებს ციხეებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კორონავირუსით დაინფიცირების 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი კი გარდაიცვალა.