დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსზე ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის გარდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის განყოფილებებშიც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ პაატა იმნაძემ ტრელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
“სინჯების საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს. დღეისათვის 3 000 ზე მეტი ანალიზისთვის საკმარისი მარაგია და შეკვეთილია შემდეგი მარაგები. ახლა ვიწყებთ დეცენტრალიზაციას ანალიზების. იგივე ინფექციურ საავადმყოფოს ჰყავს მომზადებული თანამშრომლები, გადავცემთ სინჯებს და ისენიც დაიწყებენ. ასევე, ჩვენი განყოფილებებია ლუგარის ლაბორატორიის, ბათუმსა და ქუთაისში ისენიც უკვემ მომზადებული არიან, ტრენინგები აქვთ გავლილი. თუ საჭირო იქნება მზად ვართ მეზობელ ქვეყნებსაც დავეხმაროთ”, _ ამბობს პაატა იმნაძე.