ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ხანძრის ქრობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც ამ დროისთვის 85 მეხანძრე- მაშველი მუშაობს. რა ფართობი დააზიანა ცეცხლმა ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის მაქსიმალურად ლოკალიზებულია – ინფორმაციას ამის შესახებ გურიის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.
საჭიროების შემთხვევაში მუშაობას სასაზღვრო პოლოციის ვერტმფრენი გააგრძელებს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის ქრობის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება მათ სრულ ლიკვიდაციამდე.
ხანძარი ლიკვიდირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში და მამათში.
ადგილზე გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევს მონიტორინგს.