შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს:
„ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:
გურია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ვაკიჯვარი. ასევე ლიკვიდაციაა სოფელ მამათში.
სამეგრელო -წალენჯიხის მუნიციპალიტეტი: სოფელები ზღვაია, ნაკუფუ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: ზემო ეწერი. ჩხოროწყუს 7 სოფელი, მარტვილში სოფელი ლესიჭინე.
აჭარა – ქობულეთში.
იმერეთში – ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში.
კახეთში – გომბორის უღელტეხილზე.
ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და კონტროლს ექვედებარება:
გურია– ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.
სამეგრელო– წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი.
რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი.
ქვემო ქართლი – დედოფლისწყარო.
ღია კერა შენარჩუნებულია:
აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს.
ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.
ამ დროისთვის საქართველოს მასსშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება”,_ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.