ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ისევ ჩაერთო.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხანძარის ლიკვიდაცია მოხდეს,“_ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის თანაშემწემ სოფელ შემოქმედში სერგი ლეჟავამ.
მისივე თქმით, ხანძრის გადადების საშიშროება მოსახლეობაში არ არსებობს. სოფელ გომში მესამე დღეა 85 მეხანძრე ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას.