ფსიქოლოგების მტკიცებით, საუკეთესო მეგობრები თანამშრომლები არიან.
მაინც რატომ არიან თანამშრომლები საუკეთესო მეგობრები?
მათ გვერდით დროს სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებთ.
სხვადასხვა ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ შეიძლება ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მოუყვეთ, მაგრამ კოლეგაზე უკეთ ვერავინ გაიგებს თქვენს რეალურ განცდებს. მან ზუსტად იცის თქვენი მდგომარეობის შესახებ.
თანამშრომლებმა იციან, როგორები ხართ სტრესულ გარემოში, ხედავენ თქვენს მარცხს და წარმატებებს, უმეტესი მათგანი გვერდით გიდგათ და თქვენ ერთად ცდილობთ წარმატებს მიღწევას.
ერთად მიდიხართ შესვენებაზე, ბევრი საერთო ინტერესი და სასაუბრო თემა გაქვთ.
თანამშრომლები სანდო და საიმედო ადამიანები არიან.
სამსახურის მეგობრებმა იციან ხართ თუ არა ურთიერთობაში, რა არის თქვენი ჰობი, აბსოლუტურად ყველა დეტალზე აქვთ ინფორმაცია.
მათ ყველაზე კარგად იციან, როდის გჭირდებათ დასვენება და განტვირთვა, ან როგორი დასვენება გაგაბედნიერებთ. კვლევის თანახმად, ადამიანები სრულყოფილად მეგობარი კოლეგების გარემოცვაში ისვენებენ.
კვლევის თანახმად, კოლეგებს ადამიანის დეპრესიიდან გამოყვანა შეუძლიათ. მათი ხუმრობები, მხიარული დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებისადმი, კურიოზები, რომლებიც სამსახურში გადაგხდებათ ხოლმე რთული მდგომარეობის დაძლევაში გეხმარებათ.