Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი “კოკა-კოლას” დიეტაზეა და როგორც თავად ამბობს, ეს მისი საყვარელი დიეტაა. ირკვევა, რომ მილიარდერი დღეში 3 ან 4 ჭიქა “კოკა-კოლას” სვამს.
კიდევ ერთი მილიარდერი, მარკ ცუკერბერგი ე.წ. ველურ დიეტაზეა. ამ გამოწვევის წინაშე საკუთარი თავი Facebook-ის დამფუძნებელმა ჯერ კიდევ 2011 წელს დააყენა. ცუკერბერგი მიირთმევს თხის, ღორისა და ქათმის ხორცს.
მილიარდერი, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი ამტკიცებს, რომ საუზმისას ცდილობს ცხიმიანი საკვები არ მიირთვას.