Developed By Web Features 2024 © All rights reserved
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს თვითიზოლაციაში მყოფი ორი ადვოკატი გამოცხადდა, _ ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, ნატა აკობია ავრცელებს.
“დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა ორი ადვოკატი, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე, ერთი დაესწრო პროცესს, მეორემ მოითხოვა სხდომის გადადება, ორივე ჩამოვიდა თბილისიდან და მათი განმარტებით, იმყოფებიან თვითიზოლაციაში. შესაბამისმა სამსახურებმა იქნებ გაგვარკვიონ, რატომ არ აკონტროლებენ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს და რატომ გვტოვებენ დამოკიდებულს მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, რომლის დეფიციტიც აშკარააა, ასეთი საქციელით კი სასამართლოში დასაქმებულ ათეულობით მოსამსახურეს: პროკურორებს, ადვოკატებს, პროცესის სხვა მონაწილეებს, მხარეებს, მომხმარებლებს შესაძლოა, შეუქმნეს საფრთხე, ვიღებთ ზომებს შენობის სადეზინფექციოდ, შევატყობინეთ საპატრულო პოლიციას, ჯანდაცვის სამასახურს, მაგრამ ეს საკმარისია?”, – წერს აკობია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved