ჩეხეთის ხელისუფლებამ რესტორნებისა და მაღაზიების დაკეტვის გადაწყვეტლება მიიღო. როგორც Reuters იუწყება, აღნიშნული ნაბიჯი კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებას ისახავს მიზნად.
გავრცელებული ინფორმაციით, გამონაკლისს წარმოადგენს მაღაზიები, სადაც საკვები პროდუქტები იყიდება, აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები.