სომხეთის პრემიერის ცოლი, ანა აკობიანი დღეს კორონავირუსზე ტესტს გაივლის. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მეუღლესთან ერთად თვით ილოზაციაში იმყოფება.
„ხვალ ჩვენ გავივლით ტესტს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს, ჩემი მეუღლე ანა კი 7 მარტს შეხვდა ბრაზილიის პირველ ლედის. მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, რომ მას „კოვიდ-19“ აქვს, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ თვითიზოლაცია სამთავრობო აგარაკში, სევანზე და ტესტსაც გავივლით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენი ინფიცირების შანსი მიზერულია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ტესტის შედეგები ხვალვე გახდება ცნობილი.
გუშინ, მსოფლიო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს, ჯაირ ბოლსონეროს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს ინფორმაცია უარყო.