ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს. ასე რომ შეგვიძლია წყანარდ ვიყოთ, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინაზე განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ჩამოსულებს მივმართავ კიდევ ერთხელ: მოერიდონ პირველ რიგში თავიანთ ახლობლებს, თავიანთ ოჯახის წევრებს და მაქსიმალურად იყვნენ, თუ კარანტინში არიან, გასაგებია რომ იქნებიან, თუ თვითიზოლაციაში არიან, დაიცვან მაქსიმალურად. თქვენ უკვე იცით, რომ პოლიცია აქტიურად ეხმარება სოციალური ჯანდაცვის მუშაკებს და თუ არ ვცდები, უკვე 10-ზე მეტია იძულებით გადაყვანილი კარანტინში, იმიტომ რომ არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს“, – განაცხადა იმნაძემ.