ოკუპირებული ცხინვალი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ ცხინვალს საქართველოს დახმარება არ სჭირდება..
„უცნაურია მოისმინო მსგავსი განცხადებები. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ადამიანურობის გამოვლინება და თვით ისეთ თემაზეც კი, როგორიც კორონავირუსია, ცდილობენ პოლიტიკური პიარი ააგონ. ამის ნაცვლად უმჯობესია საკუთარი მოქალაქეების მკურნალობით დაკავდნენ“, – თქვამედოევმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.