ხობში, შესაძლოა, საკარანტინო ზონა მოეწყოს – სასტუმრო “დივანის” დამფუძნებელი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს ტერიტორია სახელმწიფოს საკარანტინო ზონად გადასცეს, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გიორგი გვასალიამ თავად განუცხდა.
“მინდა გამოვთქვა სურვილი და სასტუმროს ტერიტორია, საჭიროების შემთხვევაში, გადავცეთ სახელმწიფოს საკარანტინო ზონად. ასევე, მოვუწოდო ყველა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელს, მაქსიმალურად ჩაერთონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ეს ვირუსი ერთად დავამარცხოთ”, _ განაცხადა გვასალიამ.
ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.