სააქციო საზოგადოება „ნიკორას“ გენერალური დირექტორის, ირაკლი ბოქოლიშვილის განცხადებით, მომხმარებელმა ახალი წლის დღეებშიც შეიძლება დაინახოს ცარიელი თარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არ არის, მარაგები საკმარისია.
„ჩვენ მულტიფუნქციური კომპანია ვართ, გვაქვს სადისტრიბუციო ქსელი, ასევე წარმოება, მაღაზიების ქსელი, ამიტომ თავიდან ბოლომდე ვხედავთ, რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში. სინამდვილეში, არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, გამორიცხულია. მთავრობა ყოველდღიურ კავშირშია ჩვენთან, ქსელებთან, პულსზე უდევს ხელი, თუ რა პრობლემები გვაქვს. ახალი წლის დღეებშიც შეიძლება დაინახოთ დროებით ცარიელი თარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არ არის, მარაგები საკმარისია, ვმუშაობთ დაძაბულ, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.