ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსმა 113 ადამიანი იმსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 724 შეადგინა. 1209-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 13938 შემთხვევაა დადასტურებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
წყარო: იმედინიუსი