შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე გვყავს 3 პრობლემური პაციენტი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეგზუბაიას თქმით, ბავშების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე გვყავს 3 პრობლემური პაციენტი. მათ შორის ორი ასაკოვანი პირია, ხოლო ერთს მძიმე პნევმონია აღენიშნება. მათი მდგომარეობაც სტაბილურია და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ მოხდება, გართულებები არ გვექნება და ასე გავალთ ბოლომდე. რაც შეეხება ბავშვებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.