წმინდა სინოდის გადაწყვეტოლებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა.
მარგველაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, არა საიდუმლოს, არამედ წესის არ შეცვლა.
“ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა, საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია.
მახსენდება: “ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს” (მათე 23:26)”, _ წერს გიორგი მარგველაშვილი.