“როცა ჩვენ ქრისტიანული სიმაღლიდან ვსაუბრობთ ორ მცნებას, გიყვარდეს ღმერთი შენი და არასდროს არ შეიძლება ამის უარყოფა და განდგონა და გიყვარდეს მოყვასი შენი,“ – ამის შესახებ ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ტაძარში ქადაგების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ თავგანწირვას შინაარსი უნდა ჰქონდეს, რას ემსახურება და ჩვენი სარწმუნოებაც და შინაგანი კულტურაც თავისთავად ამას ეფუძვნება.
„არავინ გაიძულებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის, ღმერთსა და ვირუსს შორის, დღეს ჩვენ გეუბნებით, სახელმწიფო გვეუბნება, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს და აქ უფრო ინპერატიული ფორმაა და ადგილი აქვს ერთმანეთისადმი მოფრთხილებას. ჩვენი რწმენა ქრისტეში არ ნიშნავს საღი აზრისგან განდგომას და უარყოფას, ჩვენ ყოველთვის საღი აზრის პატივსმცემელი უნდა ვიყოთ და საღი აზრი არ ნიშნავს ღმერთის განდგომას. დიახ, ამ პერიოდში დიდი განსაცდელია და კიდევ მოტივაციაა იმისთვის რომ ვილოცოთ სახლში, ტაძრევში, ყველგან. ტაძრები არ იკეტება.არ შეიძლება რეალობისა და სასურველის ერთმანეთში აღრევა. დღეს აქ ვართ ტაძარში, ჩვენ მაგალითი უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს. ეუბნებიან ადამიანს მოუფრთხილდი შენს თავს, მეზობელს, ნათესავს, გარბიან. ვერ უძლებენ ამას.როგორი სუსტები ვართ. საგანგებო იმით არი მდგომარეობა რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ თვალწინ მტერს, თუ ადამიანი მოერიდება არანაირად არ ნიშნავს ეს რწმენის სისუსტეს,”-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა ქადაგების დროს.