ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში მყოფ პაციენტებიდან ყველაძე მძიმე მდგომარეობაში ასაკოვანი ქალია, რომელსაც ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სეფსისის დიაგნოზიც დაუსვეს.
„ჩვენთან ყველაზე მძიმე პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელთან მიმართებაშიც მუდმივად ვამბობთ, რომ არის რისკის შემცველი თავისი ასაკის, ასევე თან არსებული დაავადებების გამო – ნევროლოგიური და მძიმე, პარალელურად კი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, მაგრამ დღეისთვის შემიძლია, გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, მასთან უკვე სეფსის დიაგნოზიც დასტურდება, შესაბამისად წარმოებს მისი მკურნალობა. შედეგები და პროგნოზის თქმა შეუძლებელია, ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია განვითარდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.