ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე.
თვითმხილვების თქმით, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც შესახვევიდან გამოდიოდა, ავტობუსი ვერ დაინახა და დაეჯახა.
როგორც „გურია ნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, უწყებამ კანონდამრღვევი დააჯარიმა.