დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ჩინეთი კორონავირუსის შემთხვევების რეალურ რიცხვს მალავს. ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა აცნობეს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, რომ ჩინეთმა კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი დამალა და ის რეალურად 15-40-ჯერ უფრო მაღალია. გარდა ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი თავისი ეკონომიკური გავლენის გაძლიერებას ცდილობს, როდესაც სხვა ქვეყნებს ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს.
გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ბორის ჯონსონი შეშფოთებულია ჩინეთის ასეთი მიდგომით და შესაძლოა გადახედოს თავისი გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში 5G-ის ქსელის განვითარების უფლების ჩინური კომპანია Huawei-სთვის გადაცემის შესახებ.
როგორც გამოცემა წერს, ბრიტანეთის ოფიციალური პირებმა პეკინი გააფრხილეს, 4ომ მოუწევთ მონაცემების განახლება და პასუხის გაცემა რაც COVID-19 კრიზისი დასრულდაა.
გამოცემა ,,კვირის ფოსტის” ინფორმაციით, კი დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები თვლიან, რომ ჩინეთი ავრცელებს დეზინფორმაციას თავის ქვეყანაში კოროვირუსული დაავადების გავრცელების სიმძიმის შესახებ.
ოფიციალური პირები ასევე თვლიან, რომ ჩინეთი ცდილობს გააფართოვოს თავისი ეკონომიკური ძალაუფლება დახმარების შეთავაზებით სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.