თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტია. 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.აქედან 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათ აქვთ სუნთქვის უკმარისობა და საჭიროებენ ბოქსიგენურ თერაპიას, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ პაციენტებზე პროგნოზის გაკეთება რთულია. „მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. დინამიკა ამ ეტაპზე დადებითი არ არის მაგრამ მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – აღნიშნა გოგინავამ.
ასევე ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტის განმეორებითი ტესტირების შედეგს ელოდებიან. ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში კლინიკას კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს.