“მაქვს ამის თქმის საფუძველი, დარჩით სახლში!” _ ა(ა)იპ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი ჩოხატაურელებს მოუწოდებს. განცხადებას ნატო ჯიბუტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“უკვე ყველამ ვნახეთ, რომ შემთხვევებმა რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში გადმოინაცვლა, დღეს იქნება თუ ხვალ ანუ ძალიან მალე, ადვილი შესაძლებელია ჩვენს გვერდითაც აღმოჩნდეს Covid ინფექცია, ასე რომ გვეშინია ყველას, არაფერი არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია, რაც გვესმის…
❗️დავრჩეთ სახლში – ეს უბრალოდ ნათქვამი სიტყვები არაა, ძალიან ბევრია აქ ჩადებული, თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ვინც ვიბრძვით 24/7…
❗️დავრჩეთ სახლში ნიშნავს, არ გადავიდეთ მეზობელთან, მეგობართან, ახლობელთან, არ გავიდეთ, უბრალოდ, ქუჩაში, გარდა აფთიაქის და სასურსათოო მაღაზიის საჭიროებისა, ისიც ძალიან მცირე დროით…
❗️დავრჩეთ სახლში ნიშნავს ოჯახის წევრებთანაც დისტანცირებას, რამდენადაც გვაქვს ამის საშუალება…
დავრჩეთ სახლში ნიშნავს შეიცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა და მიდგომები ყველაფრის მიმართ;
ბოდიშს გიხდით, მაგრამ მაქვს ამის თქმის საფუძველი;
ჯანმრთელობას გისურვებთ“, _ წერს ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.