“კორონავირუსის პანდემია მსოფლიოსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა”, _ ამბობს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ანტონიო გუტერეშმა გაეროს მიერ COVID 19-ის სოციო-ეკონომიკური გავლენის შესახებ ანგარიშის წარდგენაზე გააკეთა.
„COVID 19 უდიდესი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების შემდეგ აღმოვჩნდით“, – განაცხადა გუტერეშმა.
მან მდიდარ ქვეყნებს ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების დახმარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექცია ტყის ხანძარივით გავრცელდება. გაეროს ანგარიშით, პანდემიის შედეგად მსოფლიოში სამსახურს 24 მილიონამდე ადამიანი დაკარგავს.