კარანტინის ზონად გამოცხადებულ მარნეულში სასურსათო მაღაზია გაქურდეს – წაღებულია თანხა, ნისიების რვეული და პროდუქტი.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
მაღაზიის მეპატრონის თქმით, უცნობმა პირებმა მაღაზიის შუშები ჩაამსხვრიეს და ისე შევიდნენ.
როგორც მაღაზიის მეპატრონე „მთავარ არხთან“ ამბობს, პოლიცია შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა.