იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა საკვირაო წირვაზე განაცხადა. მეუფე იოსების ქადაგების ნაწილს სოციალურ ქსელში ბარბარე ჭკუასელი აქვეყნებს
მძიმე ზამთარი გველის, ვფიქრობ, დიდი შიმშილობა იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ვთავაზობ, გამოიყენოს ეპარქიის კუთვნილი მიწები, დათესოს და საკვები მოიყვანოს. ეკლესიას აქედან ერთი გრამიც არ უნდა. თქვენ შექმნით კოოპერატივები, იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ განაცხადა მეუფემ.