,,კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ში შესაძლოა ფილტვების ვენტილაციის აპარატების დეფიციტი შეიქმნას,” ამის შესახებ, აშშს – პრეზიდეტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „შესაძლოა ასეთი დეფიციტი შეიქმნას, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ შტატებს იმდენი აპარატი არ დასჭირდეთ, რამდენსაც ითხოვენ. ზოგიერთი შტატი გაცილებით მეტს ითხოვს, ვიდრე სჭირდება. თუმცა ჩვენ დიდი რაოდენობით სამედიცინო მოწყობილობა გვაქვს და მზად ვართ, ის ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში ჩავიტანოთ. იქიდან, სადაც ინფექცია ნაკლებადაა გავრცელებული, ფილტვების ვენტილაციის აპარატები შეიძლება სხვა შტატებში ჩავიტანოთ. ძალიან ბევრ შტატს შეეძლო, ეს აპარატები ადრეც შეეძინა, მაგრამ ფული სხვა მიმართულებით დახარჯეს. თუმცა მე მათიც მესმის, ვის შეეძლო ასეთი რამის წარმოდგენა?“ – განაცხადა აშშ-ს პრეზიდეტნმა ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 312 146 დაფიქსირდა. აქედან 8 499 გარდაიცვალა, 14 997 კი განიკურნა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved