ეთიოპიაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
ლია ტადესის ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლის ქალია და ის საავადმყოფოში 31 მარტს მიიყვანეს.
აფრიკულ ერებში კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებული კი 4-ია.