აგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ – ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ გააკეთა.
მისი თქმით, ტესტირების ახალი ალგორითმით ტესტები ხელმისაწვდომი იქნება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ჟურნალისტებისთვის.
„ეს არის მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა სხვა ჯგუფებისაც. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ.“ – განაცხადა ლევან გოფოძემ.