საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150 წევრს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.
მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულები მეფე ფეისალის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ. 84 წლის მეფე სალმანი კი საკუთარ სასახლეში თვითიზოლაციაში რჩება. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი და მთავრობის წევრები.
ერთ-ერთი პრინცი, რომელიც ერ-რიადის გუბერნატორია რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საუდის არაბეთის ხელისუფლებამ უმკაცრესი ზომები მიიღო.
საუდის არაბეთში ამ დროისათვის COVID- 19-ის 3287 შემთხვევაა დადასტურებული, 174 ადამიანი კი გარდაიცვალა.