https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რამდენიმე შტრიხი დათა გუგუნავას პორტრეტისათვის

10:04; 10.04.2020
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

მწერალი, ისტორიკოსი, ერეკლე მეფის შვილიშვილი ალექსანდრე ორბელიანი ,,ცისკარში” (1861) წერდა: ,,ქართველებო! ხელი აიღევით ყიზილბაშურს ყიყინზედ, იმათ სიმღერის ხმებზედ! რა შეედრება ჩვენს მამაპაპურს სიმღერის ხმებსა… მხოლოდ ჩვენი კუთვნილი საკუთარი გალობანი, სიმღერანი და ღიღინები დაგვიმტკიცებს, რომ ჩვენ საქართველოს და იმერეთის ერნი არიან ძველი ივერიანელების შვილისშვილები… გამიგონია გურიელები (გურულები-ი.მ.) კიდევ თურმე გალობდნენ მამაპაპის გალობასა? ღუთის გულისთვის გურიელებო, თქუენ მაინც ნუ დაივიწყებთ თქუენი მამაპაპის ეკკლესიების გალობას: იმ ღუთის სასიამოვნოს, წყნარს და მშვიდობიანსა გალობას, რომელიცა ის ხმა მოგვაგონებს, ჩუენსა კეთილსა ქრისტიანობრივსა ნამდვილსა…”

მართლაც, შეიძლება ითქვას რომ ქართული საეკლესიო გალობა დასავლეთ საქართველოში შემოინახეს და ააღორძინეს; ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გურულებმა და სხვებთან ერთად თავადმა დათა (დავით) გუგუნავამ.

გაზეთი „დროება“ (1895, #197) იუწყებოდა, რომ ,,…/დავით გუგუნავა/ იყო დარბაისელი, ტკბილი მუსაიფის, მოსწრებული სიტყვის პატრონი, ამ ადამიანისათვის დამახასიათებელი გახლდათ აგრეთვე სისწრაფე, სიმარდე, რამდენიმე ცხენს ხელუხლებლად გადაახტებოდაო. დაკვრის დროს თვითონვე თხზავდა ლექსებს ხმა მოქნილი თასმასავით, ლიხს-გადაღმელი ვერვინ იმისთანა სიმღერას ვერ იტყოდა, გალობაშიც ბადალი არ ჰყავდა“,

აკაკი წერეთელი ერთ წერილში (გაზეთი „კვალი“) იგონებდა, თუ როგორ დაესწრო ახალგაზრდობაში ბაგრატის ტაძარში ფეხთა ბანის რიტუალს, სადაც იმერელი და გურული მომღერლები გალობდნენ. ,,ზარების დახშირებულმა რეკამ სადგურიდან გამოიწვია მღვდელმთავარი და ისიც გამობრძანდა. აიაზმითა და საკმელ-საცეცხურით მიეგება კრებული, ორის მხრით მგალობლები წამოუძღვენ ეკლესიისაკენ. ერთს გუნდს იმერლები შეადგენენ: ოქროპირ კანდელაკი, გოგინა შათაძე და სინო კანდელაკი, მეორეს – სტუმარი გურულები: დათა გუგუნავა, ყარამან თავდგირიძე და ანტონ დუმბაძე. კანდელაკური სადა გალობა იყო და გურული კი კრიმანჭული. ხალხი გაიტაცა მათმა გალობამ, მაგრამ ორ მხარედ კი გაიყო: ერთს გურულები უფრო მოწონდა და მეორეს კი – იმერლები… მე მაშინ გარჩევა არ შემეძლო და ორივე გუნდს თანასწორად ყურს ვუგდებდი. მანამდი ბევრი კარგი სიმღერა გამეგონა, მაგრამ იმ გალობისთანა არა მსმენია რა! მეგონა, თუ ის ხმები მაღლა ციდან ჩამოდიოდნენ, რომ დაბლა ქვეყანა დაეტკბოთ… მას აქეთ ბევრი რამ მინახავს. ბევრი ხმატკბილი და ხმაშეწყობილი რამ გამიგონია. მაგრამ რაც მაშინ ვიგრძენი, მისი მსგავსი არა მინახავს რა.”

დათა გუგუნავას აღზრდილია გურიის ,,ბულბულად” წოდებული მომღერალი სამუელ ჩავლეიშვილი. გუგუნავას რვა წლის სამუელი, თავისი მსახურის შვილი, თავადმა მაქსიმელიშვილმა გაუგზავნა, როცა გაიგო დათა გუგუნავა კარგად ასწავლის სიმღერასო. სამუელმა გუგუნავას კარზე ერთ წელი დაჰყო.

ისიც აღსანიშნავია, რომ როცა 1897 წელს ოზურგეთში საეკლესიო გალობის აღდგენის კომიტეტი შეიქმნა, მის თავჯდომარედ დათას შვილი ოზურგეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი, ცნობილი მგალობელი და პოეტი, ,,თამარიანის” ავტორი,  სიმონ გუგუნავა დანიშნეს. ,,ამ კომიტეტს აზრადა აქვს შეჰკრიბოს ჩვენი ხალხური სიმღერები და ეროვნული საგალობლები ნოტებზედ გადაიღოს და მით ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს ჩვენის ერის საუნჯე, მრავალის საუკუნოების ნაყოფი და წინაპართაგან გადმოცემული. კომიტეტი, თვისის აზრის განსახორციელებლად, აგროვებს საჭირო ფულს. ნოტებზე გადაღება სიმღერა-საგალობლებისა იკისრა ჩვენმა პატივცემულმა მგალობელმა ბ-ნმა ფილიმონ ქორიძემ. კომიტეტი იმედოვნებს, რომ ყველა მამულიშვილი სიამოვნებით და აღტაცებით მიეგებება ოზურგეთლების ამ განზრახვას და, შეძლებისადა კვალად, დახმარებას აღმოუჩენს”, აღნიშნავდა ,,ცნობის ფურცელი”, (1897, # 126).

როცა 1885 წელს 70 წლის ასაკში თავადი, ლოტბარი, რუსეთის არმიის პრაპორშჩიკი, გურიის თავად-აზნაურთა მარშალი დათა გუგუნავა გარდაიცვალა, იმდროინდელი პრესა დიდი მწუხარებით შეხვდა ამ ამბავს. გაზეთი „დროება“ (1895, #197) იუწყებოდა, რომ დათა გუგუნავას ,,მზგავსი სრულიად საქართველოში არავინ დარჩენილა: ის იყო ერთი საუკეთესო წარმომადგენელთაგანი ძველებურის ჩვენის ცხოვრებისა, ის იყო ნამდვილი ძველებური ქართველი თავადი ყოველგვარ საუკეთესო თვისებებით შემკული. იგი მოესწრო გურიის სამთავროს და ყოველთვის მხურვალე მონაწილეობას იღებდა თავის ქვეყნის ბედ-იღბალში, თავგადასავალში და ისე იჩენდა თავს, როგორც ეკადრება ნამდვილს მამულის-შვილს, უშიშარს, თავგანწირულს და ვაჟკაცობით გამსჭვალულს. ამ სამოცის წლის განმავლობაში ისეთი ომი არ ყოფილა, რომელშიაც იმას მონაწილეობა არ მიეღოს”.

ვლასა მგელაძე საკუთარ მოგონებებში ასე აღწერს გუგუნავას: ,,ეს ადამიანი მე მინახავს ღრმა მოხუცებული, რომელსაც მიუხედავად ხნოვანობისა ქორივით გამოხედვა ჰქონდა… იყო რაინდი, შესანიშნავი მეჩონგურე, მგალობელი, მომღერალი, ტკბილი ლექსების დამწერი და მთქმელი, იყო შეუდარებელი მონადირე, მოცურავე, ცხენოსანი, მობურთალი, მომლხენი. მდინარე სუფსას, რაც უნდა გადიდებული ყოფილიყო, დათა გაცურავდა… გაჭენებულ ცხენს მიეწეოდა, შემოახტებოდა და დაიჭერდა. ბურთაობაში ის რომ ბურთს გაიტაცებდა, მისი დამკავებელი არავინ იყო… კაცს ვაშლს თავზე დაადებდა, თოფს ესროდა, ვაშლს გახლეჩდა. ბეჭედში ტყვიას აძვრენდა. დასობილ დანაზე თოფით ტყვიას შუაზე გასჭრიდა. ორღობეში მიმავალს, შაშვი გამოუფრინდა, ცხენზე მჯდომმა ხმლით შუაზე გასჭრა. მიმავალ კაცს ფიშტო ესროლა და ჩექმის ქუსლი მიატეხა: რა ,,წიპუნტაზე” შემდგარა აი ყაზახიო. სამი დღე ქეიფში იქნებოდა და არ დაიძინებდა. არასოდეს არ დათვრებოდა. დათას ბევრი მიმბაძავი ყავდა გურიაში…”

გურიის 1841 წლის ჯანყის დროს დათა გუგუნავა გურულ მილიციონრებს ედგა სათავეში. ჯანყის ჩახშობის შემდეგ სხვადასხვა ჩინის სამხედრო მოსამსახურეებმა საგამომძიებლო კომისიას უჩვენეს რომ თავადი გუგუნავა აჯანყებას მეთაურობდა. ოზურგეთის ალყის დროს სახლების გადაბუგვით ემუქრებოდა მთავრობის მომხრე მილიციონრებს და იარაღით მოქმედებდა ხელისუფლების წინააღმდეგო.

ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებიდან: ,,ბიძაჩემიდან მე ასე მქონდა გაგონილი: მოთავენი აჯანყებისა ყოფილიყვნენ დავით გუგუნავა და დავით გურიელი. გუგუნავა მოსულიყო ჩვენს სოფელში, ლეხოურში ჯარის შესაკრებად. ბიძაჩემი ედიშელი მაშინ 16 წლისა ყოფილიყო. ბებიაჩემს ის დაემალა სახლში, რომ გუგუნავას არ ენახა და არ მოეთხოვა მისი წაყვანა. „მე კი, – მითხრა ბიძაჩემმა, – დიდად მინდოდა მასთან წასვლაო“. ამიტომ დაუწყია ღრიალი. ეს გაუგონია დავით გუგუნავას და უკითხია ბებიაჩემისათვის: ვინ არის, რომ ღრიალებსო? რომ გაუგია, რაში ყოფილა საქმე, გუგუნავას გამოუყვანია სამალავიდან და წაუყვანია ეს გახარებული 16 წლის ახალგაზრდა, მაშინ უკვე თოფის სროლაში გაწვრთნილი”.

1841 წლის აგვისტოში აჯანყებულების მიერ ოზურგეთის ალყის დროს გუგუნავა რუს ჯართან ერთად ქალაქში იმყოფებოდა, როცა დაინახა, რომ საქმე გართულდა და ოზურგეთი აჯანყებულებს შეეძლოთ აეღოთ, 27-28 აგვისტოს ღამით ის 20 მილიციონერთან ერთად გაიქცა ოზურგეთიდან და აჯანყებულებს შეუერთდა. სექტემბრის პირველ რიცხვებში შექმნილმა ვითარებამ დათა გუგუნავა დაარწმუნა, რომ აჯანყება განწირულია, მან მიატოვა აჯანყებულთა ბანაკი და ნაგომარის საგუშაგოზე დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, პოლკოვნიკ არღუთინსკისთან გამოცხადდა. ცოტა ხანში აჯანყებულთა ყოფილმა წინამძღოლმა იარაღი ყოფილ თანამებრძოლების წინააღმდეგ მიმართა.

მოგვიანებით გუგუნავა აცხადებდა, რომ აჯანყებაში არ ვმონაწილეობდიო – ცილს მწამებენო. ამასვე იმეორებდა დედამისი ,,არა იყო წინამძღვარ დავით მათი, ვითარცა იგინი ნიშვნენ მას” (იური სიხარულიძე, გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს), მაგრამ დოკუმენტები სხვა სურათს ხატავენ…

P.S. გუგუნავას მსგავსად მთავრობას თავადაზნაურთა უმრავლესობა ჩაბარდა, მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა აჯანყების ერთგული, მაგალითად აჯანყებულთა ერთ-ერთი მეთაური ამბაკო შალიკაშვილი, რომელიც გაასამართლეს, ყველანაირი უფლება აჰყარეს, ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს და ციმბირში გადაასახლეს. მას რუსეთში უეჭველი სიკვდილი ელოდა, მაგრამ ბედნიერმა შემთხვევამ ის ხიფათს ააცილა. იმ დროს აღმოსავლეთ ციმბირის გუბერნატორად მურავიოვი დაინიშნა. ერთხელ კატორღელთა სიის სინჯვისას თვალში მოხვდა შალიკაშვილის გვარი. გამოიკითხა- ვინ არისო? თურმე როცა ის შავი ზღვის სანაპიროს მესამე ხაზის განყოფილების ყოფილა, მთიულთა წინააღმდეგ გალაშქრებისას სიკვდილს გადაურჩენია ამ გვარის კაცს. დაწვრილებითი გამოკითხვის შემდეგ ტუსაღი სწორედ მისი გადამრჩენელი აღმოჩნდა. მურავიოვისთვის, როგორც გუბერნატორისთვის, შალიკაშვილის გათავისუფლება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა და სულ ცოტა ხანში მისი შუამდგომლობის საფუძველზე იმპერატორმა ამბაკო შალიკაშვილი შეიწყალა…

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

დონეცკი აღლუმის გადადებას არ აპირებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აგრძელებს შეჭირვებული ბენეფიციარების თანადგომას (R)

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო