მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერაზე იცეკვა. ვიდეო ამერიკის შეერთებულ შტატებში, უისკონსინში არის გადაღებული.
97 წლის ჩაკი საკუთარი სახლის წინ ცეკვავს.
ვიდეომ, სოციალური დისტანციის პირობებში, მსოფლიოში არაერთი ადამიანის გული გაათბო, მათ შორის ტიმბერლეიკისაც.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩაკის ცეკვამ ინტერნეტ სივრცე დაიპყრო.
2018 წელს ფრენკ სინატრას “Let it snow”-ზე, ხოლო 2017 წელს “Jingle Bells”-ზე იცეკვა.