ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და მომღერალი ბრიუს უილისი იზოლაციაში მეუღლესთან, ემა ჰემინგ უილისთან ერთად არ იმყოფება.
ის იზოლაციას ყოფილ მეუღლესთან, დემი მურთან და ქალიშვილებთან ერთად ატარებს. იზოლაციის ამსახველი ფოტო დემი მურმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ემამ ფოტოზე კომენტარი დატოვა:”მიყვარხარ და მენატრები”.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ არის იზოლაციაში ბრიუს უილისი ყოფილ მეუღლესთან ერთად.
უილისს მურთან სამი ქალიშვილი ჰყავს. რუმერი, ტალულა და სკაუტი. ასევე ჰყავს 2 ქალიშვილი ემასთან.
ფოტოზე ტალულას და სკაუტის მეგობარი ბიჭებიც არიან ასახულები.