ბულგარეთის მთავრობამ ეკლესიას სააღდგომო მსახურების ნება დართო – ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბულგარეთის პრემიერის თქმით, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ დღეს ეკლესიაში იყვნენ, არ შემიძლია დავკეტო ტაძრები.
“თქვენ გსურთ, რომ ჩვენ დავკეტოთ კარებები და მღვდლები გავაძევოთ. არიან ადამიანები, რომელთათვის ეს დღესასწაული ყველაფერია და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ეკლესიაში იყვნენ. ამიტომ მე არ შემიძლია ამის გაკეთება. ოსმალთა ბატონობისგან ჩვენ ეკლესიამ გაგვათავისუფლა. დისციპლინის დაცვით ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მე არ შემიძლია პოლიციის თანხლებით მივიდე და დავკეტო ტაძრები”, _ განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 9 აპრილს პატრიარქმა ნეოფიტემ, წმინდა სინოდმა და პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა კარანტინის პირობებში სააღდგომო ღვთისმსახურების ჩატარებაზე იმსჯელეს, რომლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სააღდგომოდ ტაძრები არ დაიხურება.