ესტონეთის პოლიციამ მემარჯვენე ტერორისტული დაჯუფება FDK-ს ლიდერი დააკავა, რომელიც 13 წლის მოზარდი აღმოჩნდა_ ამის შესახებ ინფორმაციას DEUTSCHE WELLE ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, FDK ონლაინ ჯგუფი იყო, რომლის წევრებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ. მათი ლიდერი კი ესტონეთში მცხოვრები 13 წლის ესტონელი ბიჭი იყო. ის ინტერნეტში ფსევდონიმით „მეთაური“ შედიოდა.
როგორც გამოცემა წერს, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრებს ბომბების აწყობის ინსტრუქციებს უზიარებდა. ის ასევე ახალი წევრების მოძიებაზე იყო პასუხისმგებელი.
ასევე, დადგინდა რომ ის ლონდონში თავდასხმას გეგმავდა.
გამოცემიის ინფორმაციით მისი ასაკის გამო, სამართალდამცავები ვერ ახდენენ მის სისიხლისამართლებრივ დევნას ესტონეთში, ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს სხვა სამართლებრივი ზომების მიღება, რათა დაიცვას საკუთარი თავისგან და სხვებისგან.
როგორც ცნობილია, თებერვალში FDK-მა დაშლის შესახებ განაცხადა, თუმცა გამომძიებლებმა დაჯგუფების შიდა მიმოწერა აღმოაჩინეს, საიდანაც ირკვევა, რომ ისინი მოღვაწეობას ახალი სახელით აპირებენ.